ირაკლი კობახიძე: ზოგადი განათლების რეფორმა მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტებს, საგანმანათლებლო პროგრამა და სახელმძღვანელოები დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რაც მანამდე სამწუხაროდ არ იყო უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე: ზოგადი განათლების რეფორმა მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტებს, საგანმანათლებლო პროგრამა და სახელმძღვანელოები დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რაც მანამდე სამწუხაროდ არ იყო უზრუნველყოფილი

ზოგადი განათლების რეფორმა მოიცავს ასევე ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტებს, გადავხედავთ საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს, გადავდივართ 11-კლასიან პროგრამაზე რეპეტიტორიუმის ჩათვლით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საგანმანათლებლო პროგრამა და სახელმძღვანელოები დაეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.

„მოხდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა და დაინერგება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი. რაც მთავარია, პროგრამა და სახელმძღვანელოები დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რაც მანამდე სამწუხაროდ არ იყო უზრუნველყოფილი. ასევე, არაფორმალური განათლება იქნება ინტეგრირებული მაქსიმალურად სასკოლო ცხოვრებაში. იქნება უზრუნველყოფილი განათლების უწყვეტობა, პედაგოგთა პროფესიული განვითარების და მხარდაჭერის პროგრამები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სასწავლო გარემო მოსწავლეებისთვის და ამ მიმართულებით რა გეგმები გვაქვს ამას დეტალურად მოგახსენებთ. სკოლის უსაფრთხოება, სკოლების ინკლუზიურობა და მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმების დანერგვა - ეს არის ამ რეფორმის ძირითადი მიმართულებები“, - აღნიშნა პრემიერმა.