ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის მუდმივი პროცესი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ.

„რაც შეეხება ხუთი დღის თემას, მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ და აქ ჯარი არაფერ შუაშია - ჩვენ გვახსოვს ომი, რომელიც ორ დღეში დასრულდა და ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაწყებული ომი. რაც შეეხება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ქართული ჯარის რესურსი და ეს არის მუდმივი პროცესი. და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაც შეეხება ქართულ ჯარს, ჩვენ ქართულ ჯარზე გვაქვს ძალიან დიდი წარმოდგენა და ეს დიდი წარმოდგენა ეფუძნება იმ თავდადებას და პატრიოტიზმს, რომლითაც გამოირჩევა ქართველი ჯარისკაცი. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.