ლევან მაჭავარიანი: ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და ადამიანის მოთმინებასაც. პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად ეს პროცესი

ლევან მაჭავარიანი:  ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და ადამიანის მოთმინებასაც.  პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად ეს პროცესი

პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად პროცესი, ბევრი პირადი შეურაცხყოფის მოთმენა მოხდა, უბრალოდ, არის რაღაც საზღვარი, რის მერეც ქართველი კაცი, რაღაცას ვერ მოითმენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მაჭავარიანის შეფასებით, ის რაც მოხდა ძალიან სამწუხაროა.

„აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და ადამიანის მოთმინებასაც, მით უმეტეს, ქართველი კაცის მოთმინებას. პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, თანაპარტიელებს გახარიასგან, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად ეს პროცესი. მოხდა ძალიან ბევრი პირადი შეურაცხყოფის მოთმენა, უბრალოდ, არის რაღაც ზღვარი, რის მერეც, მით უმეტეს ქართველი კაცი, რაღაცას ვერ მოითმენს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გადაიზარდა მათ მიერ დაგეგმილ სწორედ ამ ინციდენტში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა. შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“. შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.