ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების განვითარება“
ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების განვითარება“.
კონკურსის მიზანია მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების შექმნა და განვითარება, მათი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა და ფუნქციური გაძლიერება, რაც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნასა და მათ განვითარებას შეუწყობს ხელს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტებს (მერიებს) ან იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (ააიპ), რომელთა საქმიანობა ახალგაზრდულ სფეროს უკავშირდება და რომლებიც ფლობენ შესაბამის სივრცეს/ფართს ახალგაზრდული ცენტრის მოსაწყობად.
საკონკურსო განაცხადების მიღება 2026 წლის 26 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით განხორციელდება ელექტრონულ მისამართზე: grants-1@youthagency.gov.ge.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი 600 000 ლარს შეადგენს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური დაფინანსება 30 000 ლარია.
საგრანტო კონკურსის თემატური მიმართულებებია:
ახალგაზრდებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის საკვანძო კომპეტენციების (ციფრული, მოქალაქეობრივი, STEM, მეწარმეობრივი) განვითარება;
ინტერკულტურული დიალოგისა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის მხარდაჭერა;
არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სერვისების შექმნა;
ახალგაზრდების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, ასევე გარემოს დაცვის პოპულარიზაცია;
საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://youthagency.gov.ge/sagrantokonkursi/