2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონების მომზადება დასრულდა

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონების მომზადება დასრულდა

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონების მომზადება დასრულდა

სამუშაოები განხორციელდა თბილისში, ავჭალისა და „შევარდენის“ სარაგბო კომპლექსებში, ასევე ქუთაისში, „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე

ხუთივე მოედანი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარით

ავჭალაში და ქუთაისში განახლებულია ტრიბუნები და დამხმარე ინფრასტრუქტურა, „აიას“ კომპლექსში დამონტაჟებულია თანამედროვე ტექნოლოგიის განათების სისტემა

სტადიონების ახალი საფარი უზრუნველყოფს გამძლეობას და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც

პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა