ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მარკო რუბიომ ისრაელსა და ლიბანს შორის ჩარჩო შეთანხმების შესახებ განაცხადა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისრაელსა და ლიბანს შორის ჩარჩო შეთანხმების შესახებ განაცხადა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს აშშ-ში ისრაელისა და ლიბანის ელჩებმა.
„წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. არავითარ შემთხვევაში არ ვუგულებელვყოფთ დასახული ამოცანის სირთულეს, თუმცა გვესმის მისი მნიშვნელობა. ჩვენთვის პატივია, რომ ამ პროცესის ნაწილი გავხდით“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
აშშ-ში ლიბანის ელჩის, ნადა ჰამადეს განცხადებით, ეს შეთანხმება ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, საომარი მოქმედებების მუდმივად შეწყვეტის უზრუნველყოფისა და მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნების გზაზე „პირველი ნაბიჯია“.
აშშ-ში ისრაელის ელჩის, იეხიელ ლეიტერის თქმით, შეთანხმების საბოლოო მიზანი ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარებაა.