სერგეი ლავროვი: ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს ვთხოვეთ აეხსნათ საკუთარი პოზიცია. მათი პასუხია- “არა, ჩვენ გვინდა, დაუყოვნებლივ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“. ასეთი დამოკიდებულებით ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან და მაშინვე ფეხებს შემოაწყობენ ზედ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა  ევროპული ქვეყბების წარმომადგენლებთან დიალოგის პერსპექტივებზე ისაუბრა და მათი მიდგომა გააკრიტიკა.

მისი თქმით, მოსკოვმა ევროპელ დიპლომატებს სთხოვა, ჩასულიყვნენ რუსეთში ან სხვა ფორმით აეხსნათ საკუთარი პოზიციები, თუმცა მათგან უარი მიიღეს. 

„ვთხოვეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს, ჩამოსულიყვნენ ჩვენთან ან სხვა რაიმე გზით ჩამოეყალიბებინათ თავიანთი პოზიცია. ისინი ამბობენ: „არა, ჩვენ არ გვინდა თქვენთვის რაიმეს ახსნა, გვსურს, დაუყოვნებლივ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან“.  ასეთი მანერებითა და ასეთი განზრახვებით, ისინი დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან და მაშინვე ფეხებს შემოაწყობენ ზედ. ჩვენ ეს არ გვჭირდება”,- აცხადებს ლავროვი.