საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

საუდის არაბეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფო ნავთობგიგანტ Aramco-ს ეკუთვნოდა, აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რას-ტანურაში, ადგილობრივი დროით 06:00 საათზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 14-ვე მსხვერპლი საუდის არაბეთის მოქალაქეა. კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია. კომპანია Aramco-ს მომხდარზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებია.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

რას-ტანურაში მდებარეობს Aramco-ს მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - ერთ-ერთი უდიდესი ახლო აღმოსავლეთში. საინფორმაციო სააგენტო Reuters იტყობინება, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო გამოწვეული თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, კომპანიამ აღნიშნულ ობიექტზე ნედლი ნავთობის ჩატვირთვა პარასკევს განაახლა“.