გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  მსმენელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ფიცი ჩაიბარა აკადემიის სპეციალური პროფესიული სწავლების დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ვაშაყმაძემ. მან მსმენელებს სიტყვით მიმართა, მიულოცა პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

ცერემონიის ფარგლებში აკადემიის წარმომადგენლებმა და მსმენელებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის დროს დაღუპული გმირი პოლიციელების ხსოვნას.

ფიცის დადების შემდეგ მსმენელები, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კომპონენტების კურსს გაივლიან, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.