კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კონკურენციის პოლიტიკის როლი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში, გლობალური გამოწვევების პირობებში“

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კონკურენციის პოლიტიკის როლი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში, გლობალური გამოწვევების პირობებში“

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „კონკურენციის პოლიტიკის როლი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში, გლობალური გამოწვევების პირობებში“.

GCCA-ის თავმჯდომარემ, მიწვეული მომხსენებლის სტატუსით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ კონკურენციის პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ანტიდემპინგური პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარუდგინა.

„კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკა მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. იგი ხელს უწყობს სამართლიანი ბაზრის უზრუნველყოფას, ინოვაციების განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ძლიერი კონკურენციის პოლიტიკა ეკონომიკას უფრო მოქნილსა და მდგრადს ხდის, ამცირებს მონოპოლიზაციის რისკებს და ზრდის ინვესტორთა ნდობას,“- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება დაუთმო GCCA-ის მიერ განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებსა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესს. მოხსენებაში ხაზი გაესვა სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგს, ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებულ რეფორმებსა და მათ შედეგებს, ასევე საწვავის, FMCG-ისა და სხვა მნიშვნელოვანი ბაზრების შესწავლას, კონკურენციის სამართლის აღსრულების პრაქტიკას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებსა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.