შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე გენერალური ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ინფორმაციითვე, სხდომებზე განიხილეს პაბსეკის მიმდინარე საქმიანობასთან, სამომავლო გეგმებსა და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები. აგრეთვე, წევრებმა იმსჯელეს პაბსეკის 67-ე პლენარული სესიის დღის წესრიგის პროექტზე, დაამტკიცეს პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტები და გაეცნენ ასამბლეის საქმიანობის ანგარიშს. პლენარული სხდომა 30 ივნისს გაიმართება.

პაბსეკის გენერალური ასამბლეის ღონისძიებები ტარდება საქართველოს მიერ პაბსეკის თავმჯდომარეობის ფარგლებში.