„მაიკლი“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა
ბიოგრაფიული დრამა „მაიკლი“ მაიკლ ჯექსონის შესახებ მსოფლიო გაქირავებაში 977 მილიონი დოლარით ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა.
Variety-ს ცნობით, პრემიერის შემდეგ ფილმმა ჩრდილოეთ ამერიკაში 370.2 მილიონი დოლარი დააგროვა, საერთაშორისო ბაზრებზე კი კიდევ 607.2 მილიონი დოლარი.
ფილმმა გადაასწრო წინა რეკორდსმენებს - კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერს“, რომელმაც გაქირავება 975 მილიონი დოლარით დაასრულა, და ჯგუფ Queen-ის შესახებ გადაღებულ ფილმს „ბოჰემური რაფსოდია“, რომელმაც 911 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
გარდა ამისა, კინოკომპანია Lionsgate-ის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი პროექტი გახდა.
ფილმის რეჟისორი ანტუან ფუკუაა, ხოლო მაიკლ ჯექსონის როლს თავად პოპ-მეფის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ კოლმან დომინგო, ნია ლონგი, მაილზ ტელერი და ლორა ჰერიერი.