ნიკა გვარამია: არ ვიცი, ვის აქვს ანტიმიშური კამპანია, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულან „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მიხეილ სააკაშვილი, რომ პარტია „ახალს“ და მის ლიდერებს თავს არ დაესხან

ნიკა გვარამია: არ ვიცი, ვის აქვს ანტიმიშური კამპანია, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულან „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მიხეილ სააკაშვილი, რომ პარტია „ახალს“ და მის ლიდერებს თავს არ დაესხან

არ ვიცი, ვის აქვს ანტიმიშური კამპანია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არ გაჩერებულან „ნაციონალური მოძრაობა“, სამწუხაროდ, არც მიხეილ სააკაშვილი, რომ პარტია „ახალს“ და მის ლიდერებს თავს არ დაესხან, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, პრაქტიკულად, ისინი დღეს არ ტოვებენ.

„ამასთან დაკავშირებით უკვე გითხარით, რომ ჩვენ რეაგირება არ გვექნება, რომ არავის არაფერი ვათქმევინოთ. არ ვიცი, ვინ რა დააზიანა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილას საკუთარ თავზე და საკუთარ როლზე კაცობრიობის ისტორიაში ამხელა წარმოდგენა არ მექნებოდა. ყველანი ვმუშაობთ და ვისაც შეუძლია მუშაობა, ჩვენთან ერთად იმუშაოს. არავინ არის მოტივირებული, „ნაციონალური მოძრაობა“ დააზიანოს – ამ ყველაფერს თავადაც ძალიან კარგად ახერხებენ შიდა დაპირისპირებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვას იმის შესახებ, რომ „ალიანსში არსებულ არეულობას თქვენ გაბრალებენ“, გვარამიამ აღნიშნა:

„ვერ გიპასუხებთ, რადგან ზუსტად არ ვიცი ეს ტერმინოლოგია. თუმცა, თუ ვინმეზე დგას ალიანსი – მათ შორის კოალიციაზე „ცვლილებისთვის“, დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.