ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უმასპინძლა. შესრულდა საქართველოსა და ყაზახეთის სახელმწიფო ჰიმნები. ლიდერებმა ერთმანეთს ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.