თინა ბოკუჩავა: "ვრჩები პარტიაში, არაერთგზის მაქვს ნათქვამი... "ნაციონალური მოძრაობა" არანაირ დემარშს არ აპირებს"

თინა ბოკუჩავა: "ვრჩები პარტიაში, არაერთგზის მაქვს ნათქვამი... "ნაციონალური მოძრაობა" არანაირ დემარშს არ აპირებს"

"ნაციონალურ მოძრაობასა" და ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. სააკაშვილის პარტია ყრილობისთვის ემზადება. ივლისში მოქმედ თავმჯდომარესა და რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

თინა ბოკუჩავას, დიდი ალბათობით, სააკაშვილის რჩეული ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაანაცვლებს. ჟორჟოლიანის აზრით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიციური ალიანსი უნდა დატოვოს, რადგან ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" ერთობაში შექმნის დღიდან სააკაშვილის მწვავე კრიტიკა ისმის.

პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არავითარ დემარშს არ აპირებს. გარდა ამისა, ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ის პარტიის დატოვებას არ აპირებს.

"ვრჩები პარტიაში, არაერთგზის მაქვს ნათქვამი. არასდროს შემიწყვია ხელი იმისთვის, რომ გაღვივდეს განსხვავებები.

არაერთი განმარტება გავაკეთე, ასევე პარტიის დამფუძნებელმა თავმჯდომარემ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული მოსაზრებები გვქონდა იმასთან დაკავშირებით, საერთოდ უნდა ვყოფილიყავით თუ არა ალიანსის წევრი თავდაპირველად. ახლა მიმაჩნია და პრეზიდენტის პოზიციაც რამდენჯერმე საჯაროდ გაჟღერდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არანაირ დემარშს არ აპირებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.