ბრაზილიის ნაკრებმა იაპონია დაამარცხა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა იაპონიის გუნდს სძლია. ჰიუსტონში გამართული 1/16 ფინალური შეხვედრა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩის პირველ ნახევარში უპირატესობას იაპონელები ფლობდნენ, რომლებმაც ანგარიში 29-ე წუთზე კაისუ სანოს გოლით გახსნეს. ბრაზილიელებმა თამაშის ბედის შემოტრიალება მეორე ტაიმში შეძლეს. 56-ე წუთზე წონასწორობა კაზემირომ აღადგინა, ხოლო შეხვედრის ბოლო წამებზე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე, გაბრიელ მარტინელიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა გაუნაღდა.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, რომელიც 5 ივლისს ნიუ-იორკში გაიმართება, ბრაზილიის ნაკრები ნორვეგიისა და კოტ-დ'ივუარის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.