სენაკის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება
სენაკის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, სხვადასხვა ლოკაციაზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მძიმე ტექნიკა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.
შეგახსენებთ, სენაკში მოსახლეობას პრობლემები შეექმნა 27 და 28 ივნისს ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების გამო.
"სენაკის მუნიციპალიტეტში როგორც ქალაქად, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების. მობილიზებულია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები. ძლიერი წყალმოვარდნის შედეგად დაიტბორა მოსახლეობა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა", - აცხადებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია.