მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართა

მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართა

მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართა მანდატურებთან, ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტებთან.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სამსახურის მიმდინარე საქმიანობა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე სხვადასხვა პროფესიული მიმართულების თანამშრომლებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობა.

პავლე მაჭარაშვილმა ყურადღება გაამახვილა თითოეული პროფესიული ჯგუფის მნიშვნელოვან როლზე, მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვის, გუნდური მუშაობისა და მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.