საბავშვო ბაღის ეზოს გამწვანების აქციაში, ბაგა-ბაღების აღსაზრდელები, რუსთავის მერიის პროექტის -,, პატარა რუსთაველი მებაღე" ფარგლებში ჩაერთვნენ
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი პროგრამის - ,,მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის" ფარგლებში, რუსთავის N44 საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.
საბავშვო ბაღის ეზოს გამწვანების აქციაში, ბაგა-ბაღების აღსაზრდელები, რუსთავის მერიის პროექტის -,, პატარა რუსთაველი მებაღე" ფარგლებში ჩაერთვნენ.
N44 ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დაირგო. სამუშაოები აგროტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.
500 ძირი ნერგი უკვე დარგულია #31 საბავშვო ბაღში.
მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის განხორციელება მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავიდნ დაიწყო. საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების პარალელურად, სხვადასხვა სახეობის 500-მდე ძირი ხე-მცენარე დაირგო ქალაქის შემოსასვლელშიც.
პროგრამა სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანებას და მუნიციპალიტეტებში ახალი მწვანე სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.