სომხური მედიის ცნობით, სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში არქეოლოგიური გათხრებისას თამარ მეფის მონეტა აღმოაჩინეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალში მიმდინარე სარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოების დროს, მკვლევრებმა ისტორიული ღირებულების მონეტა აღმოაჩინეს, რომელიც თამარ მეფეს ეკუთვნოდა, – ამის შესახებ სომხური მედია წერს.
ამასთან, მედიის ცნობით, ციხესიმაგრის გარე კედლის მახლობლად, აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხიც, რომლის 90 პროცენტი შემონახულია.
როგორც სომხური მედია წერს, სპეციალისტების თქმით, კბილების მდგომარეობის მიხედვით ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილი იყო ახალგაზრდა ასაკის ადამიანი, ხოლო ფეხის ძვლების მიხედვით, დაახლოებით 1.80 მეტრის სიმაღლის.