პროექტ „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში მიმდინარე საზაფხულო სკოლის მონაწილეები სასწავლო ვიზიტით “ენგურჰესზე” იმყოფებოდნენ.
პროექტ „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში მიმდინარე საზაფხულო სკოლის მონაწილეები სასწავლო ვიზიტით “ენგურჰესზე” იმყოფებოდნენ.
“ენგურჰესი ატრაქციის” წარმომადგენლებმა საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის უდიდესი გენერაციის ობიექტის - “ენგურჰესის” მუშაობის პრინციპები და ტექნიკური მახასიათებლები.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს “ენგურჰესის” ტურისტული ატრაქცია და ახლოდან გაეცნენ უნიკალურ საინჟინრო ნაგებობას.
“ენგურჰესზე” ვიზიტამდე, საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ელექტროენერგიის წარმოების საკითხების შესახებ. ტრენინგის ფარგლებში, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე აფრიაშვილმა, მოსწავლეებს გააცნო ჰიდროელექტროსადგურების ტიპები, მათი მუშაობის პრინციპები და ელექტროენერგიის წარმოების სრული ციკლი.