თამარ ჩერგოლეიშვილი: ერთადერთი შეკვეთა, რისი მოცემაც სცადა სააკაშვილმა, ეს მისი კერპად აღიარება იყო. ცხადია დაპანღურდა, როგორც ბოლო გოიმი -თვითგანადგურებისკენ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ერთადერთი შეკვეთა, რისი მოცემაც სცადა სააკაშვილმა, ეს მისი კერპად აღიარება იყო. ცხადია დაპანღურდა, როგორც ბოლო გოიმი -თვითგანადგურებისკენ

„ცილისმწამებელი სააკაშვილი უკვე დადის და კიდევ ივლის იმ სიმართლით რომ “ბოკერიები” რაიმე შეკვეთის შემსრულებლები ვართ.“- წერს „ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილსაც კი არ უცდია “ბოკერიებისთვის” რაიმე შეკვეთის მოცემა“.

„ცილისმწამებელი სააკაშვილი უკვე დადის და კიდევ ივლის იმ სიმართლით რომ “ბოკერიები” რაიმე შეკვეთის შემსრულებლები ვართ. 

ერთადერთი შეკვეთა, რისი მოცემაც სცადა თავად სააკაშვილმა, ეს მისი კერპად აღიარება და რაზეც გავიზარდეთ, იმ ღირებულებების ღალატი იყო!  

ცხადია დაპანღურდა, როგორც ბოლო გოიმი - თვითგანადგურებისკენ. 

ირონია იმაშია, რომ ივანიშვილს თავის სიცოცხლეში არ უცდია ჩვენთვის, “ბოკერიებისთვის” რაიმე შეკვეთის მოცემა - მეტად ვერაგია, და ხვდება რომ ტყუილად გაირჯება. 

რასაც აქ ვწერ, ამ სიმართლით მინდა ვიარო მე, ჩემმა შვილებმა, ჩემმა შვილიშვილებმა და ჩემმა დიდმა ოჯახმა“- წერს ჩერგოლეიშვილი.