დაურ ისამილოვი სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტის დანერგვის საკითხზე შეხვედრას დაესწრო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისამილოვი, სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტის დანერგვის საკითხზე შეხვედრას დაესწრო
სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტის დანერგვის საკითხზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე სახიფათო ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტის მოსაწყობად საჭირო ტერიტორიების შერჩევის საკითხი განიხილეს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ აუცილებელ პროცედურებზე, რაც პროექტის მოსამზადებლად არის საჭირო. ხაზი გაესვა ყველა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის და სახიფათო ნარჩენების მართვის თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობას.