ბანკი „ქართუ“ 2026 წლის სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე მიღებას აცხადებს

ბანკი „ქართუ“ 2026 წლის სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე მიღებას აცხადებს

სს ბანკი ქართუ აცხადებს 2026 წლის სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე მიღებას, რომლის მიზანია საბანკო საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა რეალურ სამუშაო გარემოში აქტიური ჩართულობის გზით.

სტაჟირების პარალელურად, პროგრამაში ჩართული სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგები ბანკის მენეჯმენტისა და შესაბამისი ერთეულების ხელმძღვანელი თანამშრომლების მიერ.  

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსებისა და ეკონომიკის ფაკულტეტების როგორც ბაკალავრის საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან თბილისში, სს ბანკი ქართუს სათავო ოფისში, ხოლო თემატური ტრენინგები ჩატარდება ბანკის ტრენინგ ცენტრში.

პროგრამის ფარგლებში საკუთარი შესაძლებლობების წარმატებით წარმოჩენის შემთხვევაში, მონაწილეებს სს ბანკ ქართუში კარიერული განვითარების და დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 ივლისი, 2026

შეავსეთ განაცხადი და გახდით სტაჟირების პროგრამის მონაწილე: https://forms.gle/ByE7QAZ1pygSYxYV8