მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, მერის მოადგილესთან ერთად, ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ნაჭყებიამ, მერის მოადგილესთან, ნანა ბირკაიასთან ერთად, ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა.
ადგილობრივ ფერმერს, დავით სირაძეს, კენკროვანი კულტურა 18 ჰექტარ ფართობზე აქვს გაშენებული. აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის ბაღი სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფინანსური მხარდაჭერით გაშენდა. პლანტაციაში მოსავლის აღების სამუშაოებზე, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, ხოლო დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 7 ტონა მოცვის დაკრეფას შეადგენს.
„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მსგავსი პროექტები არა მხოლოდ ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, არამედ აჩენს ახალ სამუშაო ადგილებს, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, მარტვილში კიდევ ბევრი წარმატებული აგრობიზნესი განვითარდება“ - განაცხადა გიორგი ნაჭყებიამ