აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში მიმდინარე პროექტები შეაჯამა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში მიმდინარე პროექტები შეაჯამა. ზურაბ პატარაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. ექვსივე მუნიციპალიტეტში 20 მიმართულებით გზების მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე გრძელდება 39 სოფლის წყალმომარაგების სისტემების მოწყობა და გაზიფიცირება.
"რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ წარმატებაზე, ეფექტზე, სწრაფ განვითარებაზე, აქ ფერხულში უნდა მიჰყვეს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა. ამ კონტექსტში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტია და ვფიქრობ, ეს ციფრი კიდევ გაიზრდება სამომავლოდ. ეკონომიკის ზრდა არის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი. ჩვენს გვაქვს შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. თავისთავად, ინვესტორებთან მუშაობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მინდა გავიხსენო სულ ახლახან, ქობულეთში დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, "სვის ოტელი" შემოვიდა რეგიონში. მინდა მივულოცო ბათუმელებს, რეგიონს. დასრულდა ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრება, ახალგაზრდების ხელის შეწყობა არის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენთვის. იგეგმება ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის სპორტ კომპლექსების მშენებლობა და გვაქვს უკვე კონკრეტულად გადადგმული ნაბიჯები," - აცხადებს ზურაბ პატარაძე.