საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახალგაზრდებში სამართლის სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახალგაზრდებში სამართლის სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახალგაზრდებში სამართლის სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობას განაგრძობს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ასოციაციამ საადვოკატო სკოლა „თავისუფალი პროფესიის თაობა / Gen F“-ის კურსის შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე საადვოკატო სკოლის მეხუთე სეზონის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, და საადვოკატო სკოლა „თავისუფალი პროფესიის თაობა / Gen F“-ის დამფუძნებელმა დირექტორმა, ნიკა სადრაძემ, გადასცეს.

კურსის ფარგლებში სტუდენტები და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ხუთი თვის განმავლობაში სისხლის სამართლის მიმართულებით პრაქტიკულ სწავლებას გადიოდნენ, რომელიც მოიცავდა იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებს.

ღონისძიების დასასრულს ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატის პროფესიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ნიკა სადრაძეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მადლობის სიგელი გადასცა.