თიანეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
თიანეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
აქტიურად გრძელდება დაბა თიანეთში მდინარე საჭურის კალაპოტის გაწმენდა, სოფელ ჭურჭელაურებიდან დაბა თიანეთის შემოსასვლელის მიმართულებით მიმდინარეობს სანიაღვრე არხის გაჭრა, პარალელურად კი ხორციელდება მდინარე იორზე დაზიანებული ნაპირსამაგრი ჯებირის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოები მიზნად ისახავს სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, შესაძლო რისკების შემცირებასა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.