რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა
რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა.
გუნდი მსმენელის წინაშე სრულიად ახალი რეპერტუარით წარდგა, აჟღერდა არაერთი სიმღერა, რომელიც საარქივო ჩანაწერების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში არ შესრულებულა.
როგორც აღინიშნა, უახლოეს მომავალში მსმენელისთვის ხელმისაწვდომი იქნება ფოლკლორის ცენტრის გუნდის მიერ შესრულებული 30-მდე კომპოზიციის ციფრული ვერსია.