თბილისში ბიზნესფორუმი „უზბეკეთი-საქართველო“ იმართება
თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. უზბეკეთიდან თბილისშია 60-ზე მეტი კომპანია.
ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი დიალოგის პლატფორმა გახდება.
ღონისძიების მთავარი მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, საინვესტიციო სფეროში გამოცდილების გაცვლა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებაა.