ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა კი „მიუღებელია“
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა კი „მიუღებელია“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერცმა ევროკომისიის გეგმას „მიუღებელი“ და „დაუბალანსებელი“ უწოდა.
მან ასევე დასძინა: „სწორედ ამიტომ, გვჭირდება ბიუჯეტის ისეთი პროექტი, რომელიც ყველა სფეროში ითვალისწინებს ხარჯების შეკვეცას - ჯამში რამდენიმე ასეული მილიარდი ევროს ოდენობით. ეს შემცირებები კრიტიკულად აუცილებელია“.
მერცმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ევროკომისიის გეგმა ევროკავშირის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის შესახებ - ნაბიჯი, რომელიც, ბრიუსელის განცხადებით, აუცილებელია მიმდინარე გეოპოლიტიკური კრიზისებით გამოწვეული გაზრდილი სამუშაო დატვირთვის გასამკლავებლად.
„მიუღებელია, რომ ახლა ევროპული ინსტიტუტებისთვის 2 500 ახალი პოზიცია უნდა შეიქმნას. ჩვენ ამას არ მივიღებთ“, - განაცხადა კანცლერმა და განმარტა, რომ გერმანია 2029 წლისთვის საკუთარი სამთავრობო აპარატის 8 პროცენტით შემცირებას გეგმავს.