ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პეტრე თუთაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში თენგიზ ჭანტურიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, 2 ათასი ლარით დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პეტრე თუთაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში თენგიზ ჭანტურიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, 2 ათასი ლარით დააჯარიმა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პეტრე თუთაშვილის საქმე განიხილა, რომელმაც თენგიზ ჭანტურიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

მოსამართლემ სამართალდამრღვევი 2000 ლარით დააჯარიმა. ვინაიდან თუთაშვილის გაფრთხილება ვერ მოხერხდა და 166 მუხლი პატიმრობასაც ითვალისწინებს, მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.

სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი კომენტარი პაატა თუთაშვილის სახელით დაიწერა.

შსს განმარტებით, აღნიშნული ანგარიში შეისწავლეს და პირის იდენტიფიცირება ფოტოების მიხედვით მოხდა.