ზვიად კუპრავას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზვიად კუპრავა პირველ ოქტომბერს დააკავა. მას ბრალად ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. კერძოდ, ბრალი სსსკ-ის 317-ე და 353-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.