სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილს 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილს 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ნოდარ სოლომნიშვილს 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო სხდომას სამართალდამრღვევი არ ესწრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლეს წარუდგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ნოდარ სოლომნიშვილმა საქართველო 2023 წლის იანვარში დატოვა და მას შემდეგ ქვეყანაში აღარ შემოსულა.

სახელმწიფო ადვოკატმა ანდრო გურულმა განმარტა, რომ დაცვის ქვეშ მყოფ პირთან დაკავშირება ვერ შეძლო, რის გამოც შესაძლოა, მას საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, უფლებადამცველმა სასამართლოს სთხოვა, მისთვის მინიმალური ოდენობის ჯარიმა დაეკისრებინა.

„კონკრეტულმა პიროვნებამ სოციალურ ქსელში განათავსა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომელიც მიემართებოდა თბილისის მერს კახა კალაძეს“, - აღნიშნა იურისტმა.