ფრაქციამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში დაარეგისტრირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს კვოს აღდგენას ითვალისწინებს

ფრაქციამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში დაარეგისტრირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს კვოს აღდგენას ითვალისწინებს

ფრაქციამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში დაარეგისტრირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს კვოს აღდგენას ითვალისწინებს.

როგორც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ აღნიშნა, ამ საკანონმდებლო პაკეტის ცვლილებების მთავარი მიზანი „რეპრესიული კანონების“ გაუქმება და 2024 წლის სამართლებრივ სტატუს კვოზე დაბრუნებაა.

„დღეს დავარეგისტრირეთ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, ასევე თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში. მთავარი მიზანი არის რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და 2024 წლის სამართლებრივ სტატუს კვოზე დაბრუნება, იმ პერიოდზე, საიდანაც „ოცნებამ“ რეალურად დაიწყო რეპრესიული კანონების მიღება, ცვლილებები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში და დღეს ჩვენ რიგით მოქალაქეებს აკავებენ ტროტუარზე გამოხატვის თავისუფლების გამოყენების გამო. ხაზგასმით ვამბობთ, რომ ამ საკანონმდებლო პაკეტის ცვლილებების მთავარი მიზანია რეპრესიული კანონების გაუქმება და 2024 წლის სამართლებრივ სტატუს კვოზე დაბრუნება“, - განაცხადა ფარულავამ.