დავით მათიკაშვილი: დავით საყვარელიძე მშვიდად იყოს, აშშ და საქართველო საერთო ენას ნახულობენ, „ნაცები“ ვერ ეღირსებიან საქართველოს ცეცხლის ალში გახვევას

დავით მათიკაშვილი: დავით საყვარელიძე მშვიდად იყოს, აშშ და საქართველო საერთო ენას ნახულობენ, „ნაცები“ ვერ ეღირსებიან საქართველოს ცეცხლის ალში გახვევას

„ნაცების“ ოცნებაა, საქართველო სამიზნე გახდეს. დიდი მცდელობა იყო, საქართველო რუსეთ-უკრაინის სამიზნე ყოფილიყო, რაც „ნაცებს“ არ გამოუვიდათ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა დავით საყვარელიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის. აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც, შეიძლება, გახდეს ლოგისტიკური ცენტრი“.

„საქართველოში სააკაშვილის კონტეინერით შემოპარვა მოხდა, რათა ქვეყანა არეულიყო, შემდეგ არეული ქვეყანა გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და რუსეთის სამიზნე, რაც არ გამოუვიდათ. ახლა მეორე საკითხით დაინტერესდნენ. დავით საყვარელიძე მშვიდად იყოს – ამერიკა და საქართველო საერთო ენას ნახულობენ, რადგან ურთიერთობის გაღრმავების პროცესი მიმდინარეობს. „ნაცების“ მიზანია, საქართველო ცეცხლის ალში გახვიონ და უცხო ძალების სამიზნე გახადონ, ამას ვერ ეღირსებიან, ამის გარანტიაა ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლება და ქართველი ხალხი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.