პორტუგალია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან გამართავს

პორტუგალია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან გამართავს

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს პორტუგალია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან გამართავს. აფრიკელები მსოფლიო ჩემპიონატზე 52-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ და სასტარტო შეხვედრაში მეტოქეში ნამდვილად არ გაუმართლათ. რობერტო მარტინესის გუნდი არა მარტო ამ წყვილის, არამედ მთლიანად ტურნირის ერთ-ერთ იმ გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევა, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, რადგან პორტუგალიელთა ვარსკვლავური შემადგენლობა ამის თქმის საფუძველს ნამდვილად იძლევა. კრიშტიანუ რონალდუ, ბრუნუ ფერნანდეში, ბერნარდუ სილვა და ვიტინია - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მინდორზე საფეხბურთო სანახაობას ქმნიან.

დღევანდელი სათამაშო საღამო ჰიუსტონის NRG Stadium-ზე გამართული შეხვედრით გაიხსნება, როცა მინდორზე პორტუგალიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ფეხბურთელები გავლენ.