საქსტატი – 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა

საქსტატი – 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.4 პროცენტით შემცირდა და 820.8 ათასი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 380.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 6.2 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 171.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 5.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ხოლო ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.8 პროცენტით შემცირდა და 10.6 მილიონი ფრთა შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 178.2 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.8 პროცენტით ჩამორჩება.