მარიამ ქვრივიშვილი: დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია მშენებლობა ანაკლიის პორტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა - გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება

დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია მშენებლობა ანაკლიის პორტში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ხორციელდება დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო პირველ გემს პორტი 2029 წელს მიიღებს.

„იცით, რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, იქნება ეს საპორტო, სარკინიგზო თუ საგზაო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ საქართველომ მისი პარტნიორი ქვეყნებისთვის უზრუნველყოს იმ ინფრასტრუქტურის და იმ სერვისის მიწოდება, რომელიც გულისხმობს მიწოდების ჯაჭვში მნიშვნელოვან რგოლს, დამაკავშირებელ მთავარ ფუნქციას აზიასა და ევროპას შორის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.