აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოციალურ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მომავლის პალიტრას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პროექტის - „არ დავივიწყოთ ქართულის“ თეატრალური ჩვენების - „ფესვები საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოციალურ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მომავლის პალიტრას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პროექტის - „არ დავივიწყოთ ქართულის“ თეატრალური ჩვენების - „ფესვები საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა

მოეწყო სხვადასხვა აქტივობა - ქედის სახელოვნებო სკოლის ფოლკლორული ჯგუფის, „ჩანგის“ მუსიკალური წარმოდგენა, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „ჩემოდნის თეატრი“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „ღია სახალისო ფეხბურთის“ პროგრამა და ქართული საბრძოლო ხელოვნების ნომერი.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილმა 30-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო შემეცნებით-გასართობ ტურში, მათ ასევე გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

„განსაკუთრებით მიხარია, რომ პროექტში ჩართულები არიან აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინიციატივები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განმტკიცებას, ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას და ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობას.

მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორსა და მხარდამჭერს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ არ დავიღლებით ყველა იმ ინიციატივის მხარდაჭერით, რომელიც მსგავს აქტივობებს უკავშირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ეხება.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.