თბილისში დღეს უზბეკეთის პრეზიდენტი ჩამოდის
თბილისში დღეს უზბეკეთის პრეზიდენტი ჩამოდის. შავკატ მირზოევის ოფიციალური დახვედრის ცერემონია რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგება. გაიმართება ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა.
ოფიციალური ინფორმაციით, ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ. ეს უზბეკეთის უმაღლესი რანგის ლიდერის პირველი ვიზიტია საქართველოში.
შავკატ მირზოევის ჩამოსვლას წინ უძღოდა თბილისში ბიზნესფორუმის გამართვა, რომელშიც 70-ზე მეტი უზბეკური კომპანია მონაწილეობდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ შუა აზიის ქვეყნების გაზრდილ ინტერესს.