გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

მოქალაქე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე - უკვე გამოყენებული ცნობით ახდენდა. 

ავტოსატრანსპორტო საშუალება და მასზე განთავსებული 20, 95 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი დაილუქა. 

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. 

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.

გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ კონტროლს ახორციელებენ. პარალელურად მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ თითოეულ შეტყობინებაზე. 

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.