მაკა ბოჭორიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს და გაფართოების პოლიტიკას.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პლენარულ სესიაში მისი მონაწილეობის პარალელურად განხორციელდა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.