უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქალაქ კსტოვში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქალაქ კსტოვში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე იერიში მიიტანეს.

„რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირების მიზნით, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა კსტოვოში (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი, რუსეთი) მდებარე „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, თავდასხმას ხანძარი მოჰყვა.

„ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომლის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნავთობია.

„როიტერი“ წერს, რომ რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ უკრაინის მიერ განხორციელებულმა დრონების კამპანიამ საწვავის დეფიციტი და რუსეთში მიწოდების ჯაჭვის შეფერხება გამოიწვია. საწვავის დეფიციტი აღიარა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც.