სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა

სომხეთის პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს და ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„საკითხი პრემიერ-მინისტრთან და მმართველ გუნდთან განვიხილე და მივიღე გადაწყვეტილება უარი ვთქვა მანდატზე და ეროვნულ კრებაში დეპუტატად არ ვიმუშაო. პირველი რიგში, მსურს ცოტათი დავისვენო. ჩემთვის ხუთი წელი მძიმე იყო“, - განაცხადა სიმონიანმა.

მან აღნიშნა, რომ ნიკოლ ფაშინიანთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე არ უმსჯელია, თუმცა პოლიტიკაში ყოფნა მმართველი პარტიის გარეშე არ წარმოუდგენია.

ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართა. არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმებამ“ მოიპოვა. მან ხმათა 49,74% მიიღო. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა აგვისტოში უნდა გაიმართოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის ახალი სპიკერი, შესაძლოა, სიმონიანის მოადგილე რუბენ რუბინიანი გახდეს.