მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეიდან მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

„წინადადებას პრემიერად დანიშვნის შესახებ დიდი პასუხისმგებლობითა და მყარი შეგნებით დავთანხმდი. მეგონა, რომ უკეთესი ცვლილებების განხორციელებას შევძლებდი. როცა მივხვდი, რომ პრინციპებისა და შეგნების შესაბამისად ჩემი როლის გაგრძელებას ვერ შევძლებდი, გადავწყვიტე გადავდგე“, - დაწერა მან.

მან მთავრობის წევრებს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნას გააგრძელებს, თანამდებობისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

მუნტიანუ მოლდოვის პრემიერ-მინისტრი 2025 წლის ნოემბრიდან იყო.