თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ, ისევე როგორც სომხეთის პრეზიდენტი, ისევე როგორც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. ხალხი, ვინც ზანგეზურის შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ახლა ირანში ჩადიან
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო გააკრიტიკეს.
„ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ, ისევე როგორც სომხეთის პრეზიდენტი ჩადის ირანელ ხალხთან, ისევე როგორც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. სომხეთი და აზერბაიჯანი აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობაში არიან - ცნობილ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმებას აწერენ ხელს. ხომ არის ეს ყველაფერი და ხალხი, ვინც ზანგეზურის შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ახლა ჩადიან ირანში“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
თეირანში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, რომელშიც რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეირანში, მუსალას მეჩეთში ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ოფიციალურ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.