ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით პროფესიული განათლების III საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“ გაიმართა,

ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ისაუბრა პროფესიული განათლების როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ახალგაზრდობის სააგენტოს და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თსუ პროფესიული ცენტრის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, პროფესიულის მასწავლებლებმა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა სხვადასხვა პროფესიული განათლების სასწავლებლებიდან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნიდან.

თსუ-ში აღნიშნული კონფერენცია 2024 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგელნები იღებენ. 2026 წლიდან კონფერენცია საერთაშორისო გახდა და პირველად მონაწილეობდნენ უცხოელი პარტნიორები. წელს საქართველოს გარდა კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ესპანეთიდან, ესტონეთიდან, ბოტსვანას რესპუბლიკიდან.