მანდატურის სამსახურის უფროსმა, მცხეთაში, მანდატურებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა

მანდატურის სამსახურის უფროსმა, მცხეთაში, მანდატურებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა

მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა მცხეთაში სამუშაო შეხვედრა გამართა მანდატურებთან. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს სამსახურის მიმდინარე საქმიანობა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხარდამჭერი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე სხვადასხვა პროფესიული მიმართულების თანამშრომლებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობა.

პავლე მაჭარაშვილმა ყურადღება გაამახვილა მანდატურების მნიშვნელოვან როლზე, მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვის, გუნდური მუშაობისა და მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.