სპორტის მინისტრის მოადგილე ქართული ჭიდაობის ტურნირს დაესწრო

სპორტის მინისტრის მოადგილე ქართული ჭიდაობის ტურნირს დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ქალაქ ყვარელში ვეტერანი მოჭიდავის, ქართული ჭიდაობის დამსახურებული მწვრთნელის - თამაზ კონჭოშვილის, სახელობის ტურნირს დაესწრო და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ 70 კგ, 80 კგ და აბსოლუტურ (+80 კგ) წონით კატეგორიებში. მათ ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

გამარჯვებულები წონითი კატეგორიების მიხედვით გახდნენ:

70 კილოგრამი:

I ადგილი - გიორგი ცისკარიშვილი (ყვარელი);

II ადგილი - საბა არავიაშვილი (ქარელი);

III ადგილი - დავით ქარელი (გორი).

80 კილოგრამი:

I ადგილი - დიმიტრი გოჩილაიძე (ყვარელი);

II ადგილი - ერეკლე ოძელაშვილი (წყნეთი);

III ადგილი - ნიკა მორდებაძე (ახმეტა).

აბსოლუტური:

I ადგილი - გიორგი ბადუაშვილი (ქარელი);

II ადგილი - ნიკა სიდამონიძე (ქარელი);

III ადგილი - სოსო ებილაშვილი (მარტყოფი).

ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირს სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.